13.02.2026 01:31
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოში ექსპერტი ჩამოვა.
მისივე თქმით, ქართული მხარის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია.
„მოგეხსენებათ, ეუთო-ს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი. შესაბამისად, ოდირ-ის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც ეწვევა საქართველოს უახლოეს პერიოდში. მისი ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარის მიერ მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. დაველოდებით მის მიერ შედგენილ დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს", - განაცხადა დარსალიამ.
ცნობისთვის, 29 იანვარს საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი" ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.
ამასთან, ეუთო-ს გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისია მუშაობას 11 თებერვლიდან იწყებს.
ავტორ(ებ)ი :