13.02.2026 20:47
მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აჯერებდნენ, რომ ფასები არ დაიწევს, არ გადაიჭრება ეს პრობლემა. ეს ერთი შეხედვით სასაცილოა და მათ ხასიათს ავლენს. რაც არის ცუდი ქვეყანაში, ეს რადიკალური ოპოზიციისთვის არის კარგი, სადაც არის უბედურება, ტრაგედია - ეს ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ქულებში იწერება - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან. პირდაპირი და ირიბი კავშირები აქვთ მაღაჩინოსნებთან. მათ ვალი აქვთ თავიანთ დამფინანსებლებთან და, რა თქმა უნდა, ისინი მაღალი ფასების მხარეს დადგებიან.
"მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აჯერებდნენ, რომ ფასები არ დაიწევს, არ გადაიჭრება ეს პრობლემა. ეს ერთი შეხედვით სასაცილოა და მათ ხასიათს ავლენს. რაც არის ცუდი ქვეყანაში, ეს რადიკალური ოპოზიციისთვის არის კარგი, სადაც არის უბედურება, ტრაგედია - ეს ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ქულებში იწერება.
დილემა იმის, რომ ინადგურებენ საკუთარ თავს, კი, ნამდვილად ინადგურებენ, ეს არის მათი დღის წესრიგი იმიტომ რომ, სხვანაირად სახეს ვერ ინარჩუნებენ, ვერ ჩანან პოლიტიკურ სივრცეში, დღის წესრიგს ვეღარ ქმნიან, ახლა გადავიდნენ სოციალური დივერსიის მოსაწყობად. მაგრამ როგორც მანამდე დასრულდა მათი გაცამტვერებით, მათი ნარატივების და პოლიტიკური დღის წესრიგის, ახლაც ასე დასრულდება. კვლავ გაინადგურებენ თავს, რადგან რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს და მათ განცხადებებს შეაფასებს მოსახლეობა და დამთავრდებიან აბსოლუტურად. რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან. პირდაპირი და ირიბი კავშირები აქვთ მაღაჩინოსნებთან. მათ ვალი აქვთ თავიანთ დამფინანსებლებთან და, რა თქმა უნდა, ისინი მაღალი ფასების მხარეს დადგებიან." - განაცხადა ქადაგიძემ.
ავტორ(ებ)ი :