,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე 14.02.2026 20:42

 

საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი, საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არის არგუმენტი, რადგან შიდა კონკურენციას ყველა შემთხვევაში არ მოაქვს გარე კონკურენციაში უპირატესობა და ამას ვხედავთ. ეს მტკიცებულებებით დასტურდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ-ერთ პრესტიჟულ, „თაიმსის" საერთაშორისო რეიტინგში, საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის.

„რა ადასტურებს გარკვეული მათემატიკური სიზუსტით იმას, რომ ჩვენ გვაქვს მძიმე მდგომარეობა - ეს არის რეიტინგები. რომ ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო „თაიმსის" რეიტინგი, სადაც ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. ყველა არის 1200-სს მიღმა. რომ ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთო შეფასება 100 ქულიდან არის 10,5-დან 25,1 ქულამდე. იგივეა ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში. საერთო შეფასება ილიაუნის შემთხვევაში არის 25,2-დან 30,6-მდე.

რაც შეეხება სწავლების კომპონენტს, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისთვის 100 ქულიდან 14 ქულა აქვს თსუ-ს და ეს არის ძალიან ტრაგიკული და კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამას. 18,2 ქულა აქვს ილიას უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს 28,4 სწავლების კომპონენტში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის. 100 ქულიდან დაგვიწერეს 2 და 3 ქულა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რაც არის ბუნებრივია, ის, რაც უნდა შეიცვალოს. ასევე არის Center for World University Rankings-ი თსუ-ს 1 106-ე ადგილი უკავია უნივერსიტეტებს შორის, ილიას უნივერსიტეტს 1479-ე, აქ ტექნიკური და სხვა უნივერსიტეტების რეიტინგი წარმოდგენილი არ არის. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც ჩვენს გვაქვს ჩამოყალიბებული. შიდა კონკურენცია არის. საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი. საქართველოში არის ნიდერლანდებზე მეტი უნივერსიტეტი, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არის არგუმენტი, რადგან შიდა კონკურენციას ყველა შემთხვევაში არ მოაქვს გარე კონკურენციაში უპირატესობა და ამას ვხედავთ. ეს მტკიცებულებებით დასტურდება.

ერთხელ ვთქვი და ძალიან წააგავს ეს მოცემულობა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, სადაც არის სერიოზული კონკურენცია გუნდებს შორის, ხან ერთი იგებს, ხან მეორე, ხან მესამე, მაგრამ ვერც ერთი გუნდი ვერ იგებს თამაშებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი. იგივე ეხება ევროპა ლიგას, კონფერენც ლიგას და ა.შ. დაახლოებით იგივე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ უნივერსიტეტების შემთხვევაშიც. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს არ უნდა შეიცვალოს, მე ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ