ვატო შაქარიშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია 16.02.2026 22:41

 

საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო"-ს აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ​„რუსთავი 2"-ის ეთერში.

„აუცილებელია გაეცეს პასუხი მთავარ კითხვას - რას ვთმობთ, რას ვიხდით და ვიღებთ თუ არა რაიმე სარგებელს ევროინტეგრაციისგან. სამი ძირითადი, კონკრეტული მიმართულებით, ეს არის: უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და ეროვნულ-კულტურული იდენტობა.

გვაძლევს ევროკავშირი უსაფრთხოებას? - ცხადია, არა. პირიქით, ევროკავშირი უდრის ომს. ევროკავშირი არის დღეს ომში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ევროკავშირს არ შესწევს ძალა უზრუნველყოს საკუთარი თავის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და ამ მოცემულობის მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ომის ესკალაცია მოხდეს და ომი გახანგრძლივდეს,"- აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ