დებატები დეზინფორმაციული კამპანიის მავნე გავლენის შემცირებას შეუწყობს ხელს და შეიძლება, თავს მოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -მიხეილ ყაველაშვილი 17.02.2026 14:22

ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ რომ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება.

„ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა კი აზრთა სხვადასხვაობის და ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ საკითხზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დებატების წახალისებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე.

„ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნული ინიციატივა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციული კამპანიების მავნე გავლენის შემცირებას, მეორე მხრივ კი, ხელოვნურად თავს მოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიძლება, გახდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ