დიმიტრი ხუნდაძე: საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ 17.02.2026 17:47

 

საფრთხეებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია საუბრობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იყო, როგორც მეორე ფრონტის ხაზის როლის მატარებელი, ამაზე თავად საუბრობენ დასავლეთში. არაერთი ქვეყანა აღნიშნავდა ამას, მაგალითად, თურქეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებსა და ამ პროცესებში USAID-ის როლზე ისაუბრა.

„იმაზე, რომ გარედან ხდებოდა დაფინანსება „ენჯეოების" და შიდარევოლუციების ხელოვნური მოწყობა, რათა მათთვის
არასასურველი ხელისუფლებები შეცვლილიყო, ახალმა ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, იმ ქვეყნის ახალმა ლიდერებმა ისაუბრეს, რომელიც წარსულში ასეთი დაფინანსების დონორი იყო. იცით, რომ USAID-ის მიმართ არა თუ კითხვის ნიშნები დაისვა, არამედ მთელი საკადრო შემადგენლობა შეიცვალა.

დღესაც ამერიკის ერთ-ერთმა მაღალმა პოლიტიკურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე, რომლის დროსაც, ლამის ცეცხლის ალში გახვიეს თბილისი და საქართველოს მასშტაბით იგეგმებოდა აურზაური და რევოლუციები - ეს იყო რევოლუციის ხუთი მცდელობიდან ერთ-ერთი, USAID -ის თანხები იხარჯებოდა.

ეს ახლა უკვე ნათელი და გაშიფრულია, მაგრამ მაშინ სირთულეს წარმოადგენდა, როცა „ხალხის ძალამ" დავტოვეთ უმრავლესობა იმიტომ, რომ მეტი სიმართლე იყო საჭირო, რადგან საზოგადოების, ქვეყნის წინააღმდეგ აზრის ფორმირებას
ჰქონდა უკვე ადგილი.

როცა ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეკრიბეს საზოგადოება შეფუთული კითხვით, კითხვით, ევროპა გსურს თუ არა, შემდეგ ზურგიდან შემოვიდნენ მსხვილად დაფინანსებული მდიდარი „ენჯეოები", რომლებიც ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდნენ. ეს იყო წინაპირობა ხელისუფლების შეცვლისა, ხელისუფლების, რომელიც არ ემორჩილებოდა ამ დაკვეთებს.

ეს მაშინ ძალიან რთული იყო და მიხეილ ყაველაშვილი იყო სწორედ ერთ-ერთი ის ლიდერი, რომელიც გამოეყო მმართველ გუნდს. აქ გაჩნდა ზეპარტიული პასუხისმგებლობები და საჭირო იყო, გადაგვეჭრა ის ნეგატიური დინამიკა, რასაც აუცილებლად მივყავდით რევოლუციამდე, ხელისუფლების შეცვლამდე და საბოლოოდ ომამდე", - განაცხადა დ9იმიტრი ხუნდაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ