18.02.2026 22:09
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან, მიურიელ ბაუზერთან.
მერმა საქართველოს ელჩს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა.
„ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების როლსა და მნიშვნელობას ვაშინგტონის საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე აშშ-ში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები", - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :