18.02.2026 22:43
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიგა ფარულავას თქმით, მისი პარტია არცერთ სხვა პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს. ამის შესახებ ფარულავამ "ღამის კურიერში" ისაუბრა.
"ჩვენ მანამდეც გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი გაერთიანებას ამ პარტიებთან, განსაკუთრებით, "ნაცებთან," ყოფილ "ნაცებთან," მომავალში "ნაცებთან" ნამდვილად არ ვაპირებთ. მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ თავიანთი დღის წესრიგი - თუ უნდათ, გაერთიანდნენ, თუ უნდათ, მრავალ პარტიებად დაიყონ, ეს არის თავიანთი გადასაწყვეტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, არავისთან არ ვაპირებთ გაერთიანებას," - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
ავტორ(ებ)ი :