სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი -ირაკლი ქადაგიშვილი 21.02.2026 17:08

სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რესურსები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, უნდა კონკრეტულად და რეალურად მოხმარდეს იმ პირებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან.

„უნდა მოხდეს ბაზების განახლება და ის პირები, რომელთაც უკვე დაძლეული აქვთ სიღარიბის ზღვარი და აღარ არიან ამ სეგმენტში მოქცეულები, ამ ბაზებიდან იქნეს გაყვანილი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პანდემიის დაწყებამ სოციალურად დაუცველთა ბაზები გარკვეულწილად გაზარდა, პანდემიის შემდეგ უკვე ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოში იმდენად დიდია და შრომის ბაზარზეც იმდენად დიდია მოთხოვნა ადგილობრივ მუშახელზე, რომ ამის აუცილებლობა თვალსაჩინოა. რეციდივებიც, როდესაც ადამიანები აშკარად უკვე აღარ არიან სოციალურად დაუცველები და მათი ეკონომიკური თუ სხვა შემოსავლები აშკარად უკვე დიდია, ამის სურათიც თვალნათელია, ხალხიც ხედავს ადგილებზე, აქედან გამომდინარე, დღეს ეს მიდგომა აუცილებელი და რელევანტურია. ამ მიმართულებით მოძრაობა ყოველთვის იქნება სამართლიანობაზე დამყარებული, რათა არ იყოს ისეთი რამ, რომელიც შეიძლება, ისეთ ადამიანს შეეხოს, ვისაც სოციალური მხარდაჭერა სახელმწიფოსაგან ნამდვილად სჭირდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა: „ბაზაში დღემდე არიან ადამიანები და ოჯახები, რომელთაც სოციალური დახმარების აუცილებლობა აღარ აქვთ".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ