21.02.2026 17:38
ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ პოლიციელებს სილას, ყველა ერთად ნავთის ბოთლით უნდა მივდიოდეთ, მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია, იმის დასაწვავად, შევდიოდეთ ყველა შენობაში, რადგან ყველა შენობა ჩვენია, - ამის შესახებ ირინა სარიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა.
„ნანკა კალატოზიშვილი რომ ანდრო ჭიჭინაძის ბანერს იცავს, ეს ერთგულებაა და მიშა სააკაშვილის ბანერით რომ ადამიანი აქციაზე მოვა, ეს დებილობაა, ხომ? „ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ" - არ გვინდა და ვინ იცის, როდის დავიწყებთ და არასდროს დავამთარებთ, ეს მოგვწონს, ხომ? გიორგი ბაჩიაშვილის პატიმრობა, მის ოჯახს დატრიალებული ამბები ლამის წამებულის ცხოვრებად დავსახეთ და სულ ცოტა ხნის წინ ბაჩო ახალაიას და მის ოჯახს რაც გაუკეთა რეჟიმმა, ისე გაიარა, ამას არა უშავს, ხომ? ვიდრე ასე ვიქნებით, არაფერი გამოვა. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას.
ყველა გაბრაზებული, ყველა ერთგული, ყველა მართალი ერთად უნდა იყოს. ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ პოლიციელებს სილას, რამდენიმე ათასი, და არა ერთი-ორი. ყველა ერთად ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიოდეთ, მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია და უსამართლობის კერა რომაა, იმის დასაწვავად და არა - ერთი. ყველა ერთად უნდა შევდიოდეთ ყველა შენობაში, რადგან ყველა შენობა ჩვენია. გგონიათ, ამას ძალიან ბევრი ხალხი უნდა? ამას ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა. დანარჩენმა 200 ათასმა და ნახევარმა მილიონმა დაუკრას ტაში. ჩვენ, უმეტესობა ხომ მაინც მაყურებლის როლში ვართ და არა - მონაწილის. ეყოფა ხუთი ათასი კაცი. ამ ჩამოქცეულ ქვეყანაში, სადაც ტროტუარზე დგომისთვისაც გვიჭერენ, ცოტა ხანში სუნთქვას აკრძალავენ, თუ ხუთი ათასი თავდადებული ადამიანი ვერ მოიძებნა, მაშინ იმის ღირსებიც ვყოფილვართ, რაც ჩვენს თავს ხდება, მაგრამ ეს ასე არ არის. მოიძებნება, მოვძებნით ერთმანეთს და შევგროვდებით, ძალიან მალე დავიწყებთ და დავამთავრებთ", - აღნიშნა სარიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :