,,მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ ექსპერტებთან შეხვედრაზე - საუბარი შეეხო სისტემურ წამებას, ძალადობას და ქვეყანაში არსებულ ვითარებას''- თაზო დათუნაშვილი 21.02.2026 18:45

 

იქიდან გამომდინარე, თუ რა ვითარებაც არის ქვეყანაში და რაც ხდება, იმის მოლოდინი, რომ მათი [„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ექსპერტების] დასკვნა მსუბუქი იქნება და „ქართული ოცნებისთვის" მძიმე არ იქნება, შეუძლებელია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც „მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებულ ექსპერტთა ჯგუფის საქართველოში მუშაობას ეხმაურება.

მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოდან" ექსპერტთა ჯგუფს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე შეხვდა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ქართული ოცნებისთვის" მისაღები იყოს.

„ამ ჯგუფთან საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომლებთან დაკავშირებითაც უკვე კარგა ხანია ვსაუბრობთ. ერთი მხრივ, სისტემურ წამებას, ძალადობასა თუ ადამიანის უფლებების უკიდურესად მძიმე შელახვის ფაქტებს და ასევე, ზოგადად ამ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელიც ჰუმანურ პრინციპებთან ახლოსაც აღარ არის.

ძალიან კომპეტენტურია ეს ჯგუფი, რომელსაც „ქოცების" მსგავს ავტოკრატებთან უმუშავია და იქიდან გამომდინარე, თუ რა ვითარებაც არის ქვეყანაში და რაც ხდება, მოლოდინი, რომ მათი დასკვნა მსუბუქი იქნება და „ქართული ოცნებისთვის" მძიმე არ იქნება, შეუძლებელია",- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის ინფორმაციით, ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისიამ საქართველოზე 11 თებერვალს დაიწყო მუშაობა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ