,,2012 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა, მაგრამ გამოდის, რომ ახლა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს ებრძვით“- ალექსანდრე რაქვიაშვილი 21.02.2026 21:39

 

2012 წელს რაც გააკეთა, კარგი საქმე გააკეთა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მისამართით პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები" .

„უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენივე ისტორიიდან, როდესაც უცხოური გავლენა კარგი იყო. ქრისტიანობიდან დაწყებული, დემოკრატიით დამთავრებული, უამრავი რაღაც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ გარედან ამაზე დახარჯა დრო და რესურსი. შორს რომ არ წავიდეთ, ცოცხალი მაგალითი გვაქვს თანამედროვე ისტორიიდან. დამეთანხმებით, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ფული არ უშოვია. ხშირად გითქვამთ, რომ პირიქით, ხარჯავს და მეცენატია. 2012 წელს რაც გააკეთა, კარგი საქმე გააკეთა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა. დღევანდელი თქვენი გადმოსახედიდან, ის მოექცეოდა ამ კანონის [გამჭვირვალობის] კონტროლის ქვეშ. თუ კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა და უცხოური ძალის გამტარებლად არ გამოცხადდებოდა ქვეყანაში, მინიმუმ გამოძიების ობიექტი უნდა გამხდარიყო. ხომ თანხმდებით, რომ 2012 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა. გამოდის, რომ ახლა 2012 წლის ბიძინა ივანიშვილს ებრძვით", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ