23.02.2026 11:12
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23 თებერვალს დაესწრება ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ავტორ(ებ)ი :