ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის" შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს 23.02.2026 20:06

 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ქიმიური მოწამვლის" შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.

კერძოდ, პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ძლიერი საქართველო-ლელო", "დროა", „ახალი", „გირჩი მეტი თავისუფლება", „სტრარეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

პარტიები მოუწოდბენ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.

წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.

მადლობა ნდობისთვის.", - წერია გაცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ