მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა 24.02.2026 10:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.

ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ