24.02.2026 15:18
თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, სამწუხარო რეალობაა.
როგორც კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ის ტკივილი, რომელიც ქართველ ხალხს 2008 წლის ომმა მოუტანა.
„ომი, ზოგადად, ძალიან დიდი უბედურებაა. უკრაინაში რაც ხდება, სამწუხარო რეალობაა, უამრავი გარდაცვლილი ადამიანია, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე მებრძოლი ჯარისკაცები; განადგურებულია ქალაქები, სოფლები, გაუბედურებულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ომი. არაერთხელ გამოგვიცდია ომის სიმწარე და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ტკივილები და ჭრილობები, რომლებიც 2008 წლის ომმა დაგვიტოვა. ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :