2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" 24.02.2026 15:50

ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას. პირველი ოფისი ომგამოვლილ გორში გაიხსნება, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას გეგმავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" 2025 წლის პირველ დეკემბერს დაფუძნდა. ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, ვიწყებთ რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნას. პირველი ღონისძიება შედგება 28 თებერვალს, გორის თეატრში, სადაც შეხვედრა გაიმართება შიდა ქართლის მოსახლეობასთან, ასევე მოხდება ოფისის პრეზენტაცია. სიმბოლურია, რომ ჩვენი, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი პარტიის პირველი ოფისი ომგამოვლილ გორში გაიხსნება, რადგან ყველაზე კარგად სწორედ აღნიშნული რეგიონის მოსახლეობამ იცის მშვიდობის ფასი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს განვიხილავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხად, როგორც გარანტს, რითიც დაცული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტერესები და მათი განვითარება ნეიტრალური სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენ ვგეგმავთ, მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს რეგიონებში მოსახლეობასთან, რათა გავაცნოთ მათ ჩვენი პარტიის პოლიტიკური ხედვა და მიზნები", - განაცხადა პარტიის რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ