24.02.2026 22:34
ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, რომ გვინდა ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, იმედი აქვს, ადრე თუ გვიან, ეს აქტი აუცილებლად შედგება და საქართველო გაერთიანდება.
„დღეს არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, მაგრამ განსხვავებული რეალობა გვაქვს - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ორ რეგიონში, რომელზეც მუდმივად ვპოზიციონირებთ, ცხოვრობენ ჩვენი ოსი, აფხაზი დები და ძმები. ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ჩვენს ძმებთან და დებთან მიმართებით, გულწრფელი, გულღია, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შედგეს. მგონი, ამას საქმითაც ვამტკიცებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, ბევრი წელია, ერთად მოვდივართ და იმედს ვიქონიებ, რომ ადრე თუ გვიან, ეს აქტი აუცილებლად შედგება, საქართველო გაერთიანდება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :