მიზანი როცა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია -ირაკლი ქადაგიშვილი 27.02.2026 16:21

მიზანი როცა ის არის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შელახონ და ვასალურ მდგომარეობაში ჩააგდონ, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომელმაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის მხრიდან სანქციები.

მისი თქმით, ევროკავშირის არცერთი განცხადება არ არის, რომელშიც საქართველოს შესახებ მათ რაიმე პოზიტივი გამოეთქვათ.

„ევროკავშირის ვერცერთ განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც საქართველოს თაობაზე მათ რაიმე პოზიტივი გააჩნიათ. რატომ? 2017 წლის კონსტიტუციიდან მოყოლებული მიუღებელია, როცა საქართველომ თქვა, რომ ქართული მიწა უცხოელზე არ გაიყიდება, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ქორწინება. ამ ყველაფერს ლგბტ პროპაგანდის დაფინანსება მოჰყვა. იქიდან მოყოლებული საქართველოს სუვერენიტეტს და იდენტობას ებრძვიან. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ გვაქვს უფლება, გადავწყვიტოთ, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ამ უფლებას გვართმევენ და გვემუქრებიან, რომ ყველაფერს წაგვართმევენ, მაგრამ ვიზას დაგვიტოვებენ. რა ვართ ქართველები, ვიზაზე ჩამოკიდებული თუ მეტი მისია გვაკისრია საკუთარი თავისა და მომავლის წინაშე? სანქციების აღსრულებისას საქართველოზე პირნათელი არცერთი ქვეყანაა, ორჯერ ჩამოვიდნენ და დადასტურდა, რომ ქვეყანა პირობებს იცავს. ოპოზიცია რომ ხარობს, მზად არიან საომრად? კიევში რომ გაიქცნენ, ავტომატით ხელში პერფორმანსი რომ მოაწყვეს და ორ დღეში უკან რომ გამოიქცნენ. რომ არა ხელისუფლების პატრიოტული პოზიცია, საქართველო რა საფრთხის წინაშე იქნებოდა?" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ