27.02.2026 16:31
ის [დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში] წარმოადგენს დიდ ბრიტანეთს, სადაც წარმოიშვა ადამიანის ძირითადი უფლებები და ამ ქვეყნის წარმომადგენელს უწევს განცხადების გაკეთება საქართველოში მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის თაობაზე. მისი მდგომარეობა ტრაგიკულია და ჩვენ კიდევ უფრო არ უნდა დავამძიმოთ ამ მდგომარეობის ტრაგიზმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
კითხვაზე - არის თუ არა გეგმაში, რომ ბრიტანული სანქციების საპასუხოდ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიონ, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არ იგეგმება.
„ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე სახელმწიფო და ძვირფასია ბრიტანელი ხალხი.
რაც შეეხება ელჩის დაბარებას, ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური დემარშის ფორმა, მას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს; ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაციის გაზიარება იმასთან დაკავშირებით, თუ რას დაეფუძნა ორი ტელეკომპანიის სანქცირება - 0 ინფორმაცია, 0 ფაქტი ამასთან დაკავშირებით, რაც მეტყველებს ამ მდგომარეობის ტრაგიკულობაზე", - აღნიშნა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :