01.03.2026 22:29
ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედის კვირა" საქართველოში რუსული გაზისა და საწვავის იმპორტის შეჩერების შესახებ, რასაც მისი ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩი მოითხოვს.
„ანუ საქართველოს მთავრობამ უნდა დააწესოს სანქცია, რომ ის, ვინც რუსეთიდან შემოიტანს რაღაცას, მას შეეხება სანქცია ანუ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს. ამ სანქციას პასუხი არ მოჰყვება?
ვეუბნებით, ვთქვათ, ამაზეც წავედით და ავკრძალეთ, ხომ გააძვირებს? ამაზე ბრიტანეთის ელჩის პასუხი არის, ვციტირებ: „რას იზამ, ჩვენც გაგვიძვირდა, ძვირს ვიხდით, თქვენც ძვირი გადაიხადეთ". ეს არის მთელი ცინიზმი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
იგი ევროკავშირის ელჩის პოზიციებზეც საუბრობს.
„„ჩვენ, ევროკავშირმა დავუწესეთ სანქციები მაგალითად, რუს ტურისტებს და ამით ვზიანდებითო, თქვენ უშვებთ, ეკონომიკა წინ მიდის და რატომ არ იზიანებთ თავსო? ჩვენ საწვავის და გაზის შესყიდვა შევამცირეთ და ამით დავზიანდით, ჩვენი ხალხი მეტ ფულს იხდის და თქვენი ხალხი რატომ არ იხდის უფრო მეტ ფულსო?" ამას მართლა ბავშვური გაკვირვებით საუბრობს ევროკავშირის ელჩი. ერთადერთი მიზანი აქვთ, გვირაბში იყურებიან და გვირაბის ბოლოს ხედავენ რუსეთს, რომ რამენაირად რუსეთი დააზიანონ და გარშემო რა ხდება, ამას ვერ ამჩნევენ საერთოდ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ავტორ(ებ)ი :