,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი 02.03.2026 18:25

 

გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო. გამოვლენ ერთ-ორ მედიასაშუალებაში იგინებიან, ილანძღებიან და ეს არის სულ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ გაერთიანებას გამოეხმაურა.

„გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო. გამოვლენ ერთ-ორ მედიასაშუალებაში იგინებიან, ილანძღებიან და ეს არის სულ. რევოლუციის მცდელობა იყო, ხელისუფლების ხელში აღება უნდოდათ და რა არ დაარქვეს, არ გამოვიდა. ახლიდან იწყება იგივე ზღაპარი - გაერთიანება, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება იმის მანიფესტაცია, რომ ადამიანებმა, ვინც საკუთარი ქვეყნის დამარცხება გადაწყვიტეს, გაერთიანდნენ და უფრო მიმზიდველები გახდნენ პატრონებისთვის, რომლებიც ფინანსური რესურსებით ამარაგებენ. არც მალავენ. ამბობენ, რომ მობილიზებულია მილიარდობით [თანხა] და არა მარტო საქართველოში, ყველგან, სადაც უნდათ, რომ ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანონ, იქნება დახარჯული. ფიქრობენ იმაზე, როგორ შემოიტანონ ეს თანხა ქვეყანაში ისე, რომ ხელისუფლებამ ამის თაობაზე არ იცოდეს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ