შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს 04.03.2026 16:02

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს.

„დაანონსებული იყო, რომ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტად იმყოფება და მთავრობის წევრებს სამთავრობო კომისიის სხდომა აქვთ, საკითხის განხილვა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ