05.03.2026 08:53
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს, - გამოცემა „ეხოკავკაზას" ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მედიას დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში, თუმცა ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და დრონების ჩამოვარდნის ადგილებს ან ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტებს აღმოაჩენენ, არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და დაუყოვნებლივ აცნობონ" შესაბამის ორგანოებს.
ინფორმაციის დადასტურებამდე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ დრონები აფხაზეთის თავზე.
ავტორ(ებ)ი :