08.03.2026 14:48
როდესაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ერთი მხრივ რეპუტაციის შემლახველია ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ კი ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ირანულ გავლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით რასაც ავრცელებენ, მაშინ შესაბამის უწყებებს რატომ არ მიაწოდეს და თუ ჰაერზე საუბრობენ (რაშიც დარწმუნებული ვარ) რა თქმა უნდა მათ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. დიდი იმედი მაქვს, რომ სუს-ი ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს და ამ უსამშობლოებს პასუხს აგებინებს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
თინა ხიდაშელი უარყოფს მისსავე ნათქვამს, თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. გამოკითხვიდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ მისი განცხადების მიზანი იყო გამოძიება დაწყებულიყო, თუმცა ქრონიკის კითხვაზე, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, როცა ის საფრთხეებზე საუბრობდა, პასუხი არ აქვს. ცოტა ხნის წინ დატოვა საქალაქო სასამართლოს შენობა გიორგი კანდელაკმაც.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში", ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა" The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
ავტორ(ებ)ი :