ვაშინგტონში გამართული შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი -ნიკოლოზ სამხარაძე 09.03.2026 16:37

ყველა შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში ჩავატარეთ, იქნებოდა ეს აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალიან კონსტრუქციულ გარემოში და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

სამხარაძის თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება ჰქონდეს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ომის დეპარტამენტში. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი. თუმცა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაზეც შევთანხმდით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სამუშაო პროცესს.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების გადატვირთვასა და გაჯანსაღებამდე. ამისთვის აუცილებელია, რომ შეთანხმებული საკითხები სამუშაო პროცესში გადავიდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ