10.03.2026 11:54
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, მიესალმება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პერე ჟოან პონს სამპიეტროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და დიალოგის ერთგულია.
ავტორ(ებ)ი :