10.03.2026 19:39
ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გერმანიაში ფედერალური მიწის არჩევნებზე. ის ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოში გერმანიისა და გერმანელი ხალხის წარმომადგენლობაზე. იგი საპირისპიროს აკეთებს, - განაცხადა „ქრონიკასთან" ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრმა ტომაშ ფროელიხმა.
მან ამგვარად შეაფასა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის პოსტი, სადაც ის ბადენ-ვიურტემბერგის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეებმა მოიპოვეს, ელჩი კი წუხს მათ გამო, ვინც საქართველოში იმედებს AfD-ზე ამყარებს.
ფროელიხი აღნიშნავს, რომ ფიშერი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.
„ჩემთვის ეს სასაცილოა. ეს იყო საუკეთესო შედეგი, რომელსაც AFD-მ ფედერალური მიწის საპარლამენტო არჩევნებში მიაღწია დასავლეთ გერმანიაში. 9.7%-დან 18.8%-მდე გავზარდეთ, ანუ გავაორმაგეთ შედეგები. თუკი ელჩი ფიქრობს, რომ ეს არ არის წარმატება, მაშინ ის ცდება. ასე რომ, ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს.
როგორც ელჩი, ის არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გერმანიაში ფედერალური მიწის არჩევნებზე. ის ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოში გერმანიისა და გერმანელი ხალხის წარმომადგენლობაზე. იგი საპირისპიროს აკეთებს. ის გერმანიაში პოლიტიკურ პარტიებს განსჯის, ამ დროს კი გერმანიის წარმომადგენელი უნდა იყოს. იგივეს აკეთებს საქართველოშიც, საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ეს მისი მხრიდან ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.
მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ის ძალიან ცუდი ელჩია და უნდა გადადგეს. აბსოლუტურად მიუღებელია ელჩის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება. ის ასეთ თემებზე კომენტარს არ უნდა აკეთებდეს. ელჩის საქმეა გერმანია, როგორც სახელმწიფო წარადგინოს. როცა ბადენ-ვიურტემბერგის მოსახლეობის 18.8%მა ხმა მისცა afd-ს მან ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს. თუმცა ის საკუთარ ხალხს პატივს არ სცემს და როგორც ელჩიც კრახს განიცდის", - განაცხადა ფროელიხმა.
ავტორ(ებ)ი :