"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი 11.03.2026 16:15

სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“ არაფერი ქართული არ უყვარს და საქართველოს სიკეთე აღიზიანებს. ასეთია ყულევის საკითხიც. მათ სწყინთ, უცხოელი პარტნიორი სანქციებს როცა ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს. წუხილს გამოთქვამენ, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ყველაფერი წესრიგშია, არამედ რაღაც ინტერესები არსებობდაო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ინტერესებით მოძრაობს.

„ინტერესები იყო, როცა უკრაინას ომი დააწყებინეს და ახლა არ ამთავრებინებენ. ინტერესებია ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდათ. სანქციების დადებაც და მისი მოხსნაც ინტერესებით ხდება. მთავარია, ქვეყნისთვის ეს ინტერესები სასიკეთოდ იყოს გამოყენებული და სხვა ქვეყანამ ომი არ დაგიწყოს, სანქცია არ დაგიწესოს. ყულევის თაობაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე „ნაცმოძრაობა“ რა განცხადებებსაც აკეთებს, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ანტიკონსტიტუციურ ძალად გამოაცხადო. ყველა ცდილობს ამ ომისგან განრიდებას და ეს ბედოვლათები ირანს ეუბნებიან, სად დაარტყან საქართველოს. ერთი ბომბი რა გახდა საქართველოსთვისო – ალბათ ნინო ლომჯარია ელჩთან ამ თემაზეც იქნებოდა. ყულევზე სანქციის მოხსნა როცა არ გიხარია, ადასტურებ, რომ ანტიქართული ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ