11.03.2026 17:05
რუსეთი საქართველოში ვერანაირად ვერ იმარჯვებს. მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის წითელი ხაზები და დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში მარტა კოსისნაირმა პოლიტიკოსებმა შექმნეს.
„მარტა კოსის განცხადება აბსოლუტურად უარგუმენტოა. როგორ შეიძლება, საქართველოში პოლიტიკურად რუსეთმა გაიმარჯვოს, როცა ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებულია? რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მარტა კოსის ქვეყანას გააჩნია, ჩვენ ასეთი არ გაგვაჩნია. მარტა კოსი იქნება, კუბილიუსი,იუკნევიჩიანე თუ ყველა სხვა, ქართველთმოძულე არიან, ანტიქართულად განწყობილი ადამიანები, ვინც სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გვგულშემატკივრობს. რეალურად, უნდა, ცეცხლის მორევში გადაგვისროლოს, რათა მათ ქვეყნებს და ევროპის შუაგულს მოაკლდეს ის დაძაბულობა, რომელსაც რუსეთის აგრესია უქმნის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს".
ავტორ(ებ)ი :