13.03.2026 18:04
„დარწმუნებული ვარ, ისევ გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე, რადგან ეს არასდროს მთავრდება. ეს არ დასრულდება იქამდე, სანამ არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირის ხაზს მიჰყვება", - განუცხადა „ქრონიკას" ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიიღებთ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას.
ევროპელი პოლიტიკოსის შესაფსებით, ევროკავშირი მოქმედებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით.
„ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა საქართველოს შესახებ ბოლო პერიოდის განმვალობაში. ამჯერად საქმე ეხება პოლიტიკოსის საქმეს. სიმართლე, რომ ვთქვა ამას კარგად ვერ ვიგებ, რადგან მას ჯერ კიდევ არ აქვს გამოტანილი სასმართლოს გადაწვეტილება. როგორც ვხედავთ აქ მთავარი არ არის თავად საკითხი. აქ მთავარი არის რეზოლუციის მიღება პარტია ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ. იმიტომ, რომ რეალურად, თქვენი მთავრობა და თქვენი საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ევროკავშირი ისურვებდა საქართველოსთვის. ეს უბრალოდ არის ქმედება თქვენი მთავრობის წინააღმდეგ. მისი დესტაბილიზაციის მიზნით, სულ ეს არის. რეზოლუციის საშუალებით ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მოსახლეობაზე და მთავრობის წინააღმდეგ.
გინდათ ერთი საიდუმლო გითხრათ? დარწმუნებული ვარ, ისევ გნახავთ მე-10 რეზოლუციის განხილვაზე, რადგან ეს არასდროს მთავრდება. ეს არ დასრულდება იქამდე, სანამ არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირის ხაზს მიჰყვება. არ შეიძლება იყოს ევროპის კომისია, რომელიც ცდილობს ყველა სახელმწიფოში საკუთარი პოლიტიკის არჩევას, თავად მთავრობის წინააღმდეგაც კი", - განაცხადა ტიერი მარიანიმ „იმედის" ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ ევროპული კომისია, სამომავლოდ, დააფასებს თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობას.
მისივე შეფასებით, ამ მომენტში ევროკავშირი წარმატებულ პოზიციაში არ არის.
„გადახედეთ იმას, რაც ხდება ახლა საქართველოსა და სლოვაკეთში. მათ სცადეს მთავრობის შეცვლა და საქართველოშიც იდენტური სიტუაცია გვაქ. იმედია მომავალში ევროპული კომისია დააფასებს თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობას. ევროკავშირი ამ მომენტში წარმატებულ პოზიციაში არ არის. თუ ნახავთ პოლიტიკურ და საერთაშორისო სიტუაციას მანქანამ, ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად საკომისიო კატასტროფას მიაღწია .ამ პარლამენტში ძალიან მარტივია ომის გაგრძელების სურვილის გამოთქმა. ჩვენ უბრალოდ ველოდებით და ამ მოლოდინში რიგითი ადამიანები იღუპებიან. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პასუხისმგებლიანი ქმედებაა?", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ავტორ(ებ)ი :