ლევან ცუცქირიძე - მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლის და სამართლიანობის აღდგენის 14.03.2026 18:02

 

მინდა ვუთხრა საჯარო მოხელეებს, ნუ გაჰყვებიან „ოცნებას" ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" წევრმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" სამართლიანობის აღდგენის ეშინია.

„მახსენდება როგორი ბედნიერი იყო „ქართული ოცნება", როდესაც ევროპარლამენტი წინა მთავრობას ჩადენილი უსამართლობების გამო სამართლიანად აკრიტიკებდა. მაშინ ამ ხალხს საერთოდ არ ახსენდებოდა რაიმე ეთქვათ, რომ აი ვიღაც ერევა საქართველოს საქმეებში. პირიქით, იყვნენ მადლიერები და ბედნიერები. ამიტომ ჩვეულებრივი პირფერობაა, რომ ახლა ვიღაც ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. რაც შეეხება „მოსკოვის მექანიზმსა" და მის დასკვნას, ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ დასკვნას ჩალის ფასი აქვს. როგორც კი ეს დასკვნა გამოქვეყნდა, თქვეს რომ „ჩალის ფასი კი აქვს, მაგრამ ვუპასუხებთ", რამდენიმე დღის მერე თქვეს, რომ სიცრუეები წერია, მაგრამ ასევე სიმართლეც წერია. დღეს კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ იქო მართლა არის ისეთი რამეები ნათქვამი, რასაც ჩვენი ყურადღება სჭირდებაო, მათ შორის ძალადობასა და დანაშაულებზეო, ხვალ კიდევ რაღაცებს იტყვის და საბოლოოდ ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა. მინდა ვუთხრა საჯარო მოხელეებს, ნუ გაჰყვებიან „ოცნებას" ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალ გზაზე. „ქართულ ოცნებას" ეშინია სიმართლის და იმის, რაც აუცილებლად მოხდება, ანუ სამართლიანობის აღდგენის. მტყუანი ადამიანი ვერ გამართლდება, შეიძლება, სიმართლეს დრო დასჭირდეს, რათა თავის საწადელს მიაღწიოს, მაგრამ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა", - განაცხადა ცუცქირიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ