14.03.2026 21:34
ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ არ უნდა მოვერგოთ [სხვას], ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის ჩვენი ინტერესები და ასე ვესაუბროთ. სხვა შემთხვევაში, ეს არის იდეოლოგიური ლოიალობის ტესტი. ჩვენი ღირებულებები არ იტესტება სხვაგან, ჩვენი ღირებულებები ჩვენია და იტესტება ჩვენთან.
ჩვენი ღირებულებები წერია ჩვენს კონსტიტუციაში და არა ამერიკის კონსტიტუციაში, ჩვენი ღირებულებები წერია ჩვენს კანონმდებლობაში და არა გერმანიის კანონმდებლობაში. ეს მიდგომა უნდა გადატყდეს, რომ ჩვენ ვიზომებით სხვების სარკეში. ჩვენ ვიზომებით ჩვენი ხალხის სარკეში ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :