16.03.2026 14:57
მეგობრებო „ლელოდან", შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან.
„სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის, ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას. არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს „ინიციატივა" გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს. იმედს ვიტოვებ, სულ მალე „ლელოსთან" ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ლელო - ძლიერმა საქართველომ" პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა" და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.
ავტორ(ებ)ი :