16.03.2026 23:00
დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა - არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, მოხერხდა საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა წლიურ ჭრილში.
„რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა. არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში. ეს განსაკუთრებით ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ეს რა თქმა უნდა, შეამცირებს პროექტების ხარჯებსაც. როდესაც გახსნილია სისტემა, ეს პირდაპირ აისახება შესაბამისი სამუშაოების დანახარჯებზეც. ნეპოტიზმი იყო სერიოზული პრობლემა და მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში სწორედ ამ ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა წლიურ ჭრილში. ასევე იყო კონკრეტული პრობლემები ენერგეტიკის სფეროში, რკინიგზის სფეროში და აქაც არსებითად შეიცვალა ვითარება. პროექტების ოპტიმიზაციის ხარჯზე 700 მილიონი ლარი დაიზოგა ერთჯერადად მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში. ასევე, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკები, პირდაპირ დაკავშირებულია კორუფციასთან. აქაც, 2500 ნარკორეალიზარტორი იქნა დაკავებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრინციპულია ხელისუფლების მიდგომა კორუფციასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :