რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება 19.03.2026 13:00

საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები.

„ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო გირაოს პროგრამა კიდევ 12 ქვეყნისთვის გააფართოვა, რომელთა შორის არის საქართველოც.

 

აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა - ტურისტული ვიზის მისაღებად მსურველებს 15 000 დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოუწევთ 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ