საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 21.03.2026 17:25

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

პანაშვიდს დაესწრნენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში „ხსნის არმიის" წარმომადგენელი სასულიერო პირები.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ