გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის 25.03.2026 23:02

 

რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს, თუ როგორაა საქმე?, - განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

„სულ უფრო დაემსგავსა [ევროკავშირი] საბჭოთა კავშირს, თან უარესი ფორმით. როდესაც ქვეყანას სთხოვ, რომ სიტყვა რუსულიც არ ახსენოს და რუსი ტურისტი არ შემოუშვას და შენ ჩახუტებული ხარ რუსეთთან, ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

Euronews-ი წერს, რომ ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი კვლავაც იწვევს რყევებს ენერგობაზარზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ