,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი 25.03.2026 23:55

დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეც იქცევა ხელისუფლება, თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს ანტიკამპანია აქვთ გაჩაღებული პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით.
„ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ეს არის წმინდა სინოდის საქმე და სინოდის წევრების გადაწყვეტილება. ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე. მათ შორის მათ ტელეკომპანიებზე, ვერ ვიტყოდით იგივეს მათ წარმომადგენლებზე, ე.წ. ექსპერტებზე, ენჯეოებზე, რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია და რომელსაც აქვს ანტიკამპანიის სახე. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ეკლესიის მიმართ. თუ ვინმე ცდილობს ჩაერიოს ამ პროცესში, ესენი არიან სწორედ ჩვენი ოპონენტები. პირდაპირ კამპანია აქვთ გაჩაღებული, ანტიკამპანია, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევნების პროცესთან, რაც ბუნებრივია, არაჯანსაღი მოვლენაა. ყველას უნდ მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ იმ საქმეში ჩარევას, რაც მათ საერთოდ არ ეხება. პირდაპირ ცდილობენ ამითაც დააკნინონ პატრიარქის გამორჩეული როლი და მისი გამორჩეული სიბრძნე. ეს არის მათი მიზანი. ეს იყო მათი მიზანი გასული წლების განმავლობაშიც და ეს მიზანი სამწუხაროდ, მათთვის დღესაც აქტუალურია.  აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ის პროცესი, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევასთან და  ეს ყველაფერი ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ