"ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს -ჰელსინკის კომისია 26.03.2026 23:12

აშშ-ის ჰელსინკის კომისია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.

კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს".

„ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია „დროას" ლიდერს, საპატიმრო სასჯელი, ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებისთვის" იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს „რუსული ოცნება" მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს. „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის" ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელის - 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის - წინაშე დგანან",- ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ