29.03.2026 22:14
"რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ისაუბრა:
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის კითხვაზე - ჩვენ ახლახან ვიხილეთ, როგორ შეუჩერა ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა ქართველ დიპლომატებს. არის თუ არა ეს ქმედებები იმ ერების დასჯა, რომლებიც, მათივე განმარტებით, პრიორიტეტს კონსტიტუციურ წესრიგს ანიჭებენ - იმის მტკიცებულებად, რომ ევროკავშირი, დემოკრატიული დიპლომატიის ნაცვლად, ავტორიტარულ შანტაჟს მიმართავს?
ევროპარლამენტარი პასუხობს: "ევროკომისიისთვის, როდესაც სახელმწიფო მათ მიერ დადგენილ ხაზს არ მიჰყვება, მოქმედების ორი გზა არსებობს. თუ სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, ბრიუსელი მათ უყინავს სუბსიდიებს. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი და სლოვაკეთი. ოფიციალურ მიზეზად სამართლებრივი სახელმწიფოს წესების დარღვევა სახელდება. დარწმუნებული ვარ, ამ ტერმინის მნიშვნელობა ევროკავშირში არავინ იცის, თუმცა, ფაქტია, ის ხალხზე შთაბეჭდილების მოსახდენად გამოიყენება. ამ ფორმით, ბრიუსელი ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლობას აიძულებს, შეცვალოს მთავრობა. საქართველოს კონტექსტში კი, ევროკომისია ვიზების საკითხით მანიპულირებს. უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შესახებ წესები ევროკავშირმა უკვე შეცვალა, ახლა კი ბიუროკრატები ცდილობენ - თქვენს ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის დაბლოკვის მუქარით, ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ და შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ. ეს ევროპარლამენტი პატარა პოლიტბიუროს ჰგავს. მათ არ ადარდებთ ერების ინტერესები. გეოპოლიტიკურად, ესტონეთი, პორტუგალია და საქართველო სხვადასხვა რეალობაში არიან, მაგრამ ევროკავშირს ეს არ აინტერესებს. ან მიიღებ მათ პოზიციას, ან იქნება - სანქციები. შეხედეთ სლოვაკეთსა და უნგრეთს - ისინი ამბობენ, რომ სჭირდებათ იაფი ენერგია, სხვაგვარად მოსახლეობას ხარჯები 20-30%-ით გაეზრდება. ბრიუსელს ეს არ ადარდებს," - აღნიშნა ტიერი მარიანმა.
ავტორ(ებ)ი :