თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა 31.03.2026 00:44

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენთან, ჯიმ ბეარდთან (რესპუბლიკური პარტია), რომელიც ინდიანის შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ასევე მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტების წევრია.

კონგრესმენი ბეარდი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანია და არაერთი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და გააქტიურებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს.

„ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ეკონომიკურ პოტენციალსა და ისტორიულ როლს შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით.

თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯიმ ბეარდის აშშ კონგრესში საკანონმდებლო მიმართულებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ