01.04.2026 18:20
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პარტია აქცენტს აკეთებს თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს.
"ნეიტრალური საქართველოს" განმარტებით, მიზანი, უცხოელი პარტნიორებისთვის კონკრეტული გეგმის წარდგენაა - როგორ დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.
პარტიას არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და შეერთებული შტატების გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტებიც. "ნეიტრალური საქართველო" ამ თემებზე საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს:
"საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეულ პლატფორმებზე შეხვედრების შემდეგ, ხელისუფლებას იმის განცდა დაეუფლა, რომ ახლა უკვე იწყება ახალი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მიდგომა არის ხელისუფლების მხრიდან, რომ ცარიელი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და ახალი ურთიერთობები ავაშენოთ აშშ-თან - ცარიელი ფურცლიდან ვერ დავიწყებთ, ვინაიდან ფურცლებმა, რომელზეც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ეწერა, ძალიან ცუდი რაღაც მოიტანა, ისინი ყველაფერს იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, შანტაჟის, სანქციების და რაღაც განცხადებებისთვის", - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი.
ავტორ(ებ)ი :