01.04.2026 23:50
არქის" დამფუძნებელი, ილია წულაია ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად მოვდივართ ამდენი წელია, თუმცა მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მე მილანში ვთამაშობდი მაშინ. ამდენი წელი ამ ბიზნესშია და არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს შეხება აღნიშნულ ბიზნესთან", - ამ განცხადებიტ გამოეხმაურა თბილისის მერი სამშენებლო კომპანია "არქის" გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია პრივილეგირებულ ვითარებაში იღებს სამშენებლო ნებართვებს.
როგორც კახა კალაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, მუდმივად ისმის ბრალდებები მის წინააღმდეგ, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
"2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და იქაც იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებები.
2013 წელი იყო, ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და საუბრობდნენ იმაზე, თითქოს მქონდა 13 ჰიდროელექტროსადგური, ექვსი თბოელექტროსადგური, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ორი თბოელექტროსადგური იყო - სახელმწიფოსი იყო ისიც. ასეთი სიცრუე, სიბინძურეები არსებობდა ჩემთან დაკავშირებით, ჩემთან მიმართებით მთელი ამ წლების განმავლობაში.
არანაირი საფუძველი არ არსებობს. "არქის" დამფუძნებელი, ილია წულაია ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად მოვდივართ ამდენი წელია, თუმცა მან ბიზნესი დაიწყო 2005 წლიდან, მე მილანში ვთამაშობდი მაშინ. ამდენი წელი ამ ბიზნესშია და არანაირი შეხება არ მქონია, დღესაც არ მაქვს შეხება აღნიშნულ ბიზნესთან.
გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ერთ-ერთი გამართული, გამჭვირვალე და ღია სტრუქტურა არის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :