,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი 03.04.2026 17:55

 

ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში".

დეპუტატმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობა შეაფასა.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ. რა თქმა უნდა ეს არარეალისტური მოლოდინია. პატარა ქვეყანა ვართ და ძირითადად იმპორტირებულ საქონელს მოვიხმართ. ალბათ აპრილის ბოლოსთვის უკვე გვექნება გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელზეც შემდგომ ვიმუშავებთ. ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მაისში ფასები მკვეთრად დაეცემა, უბრალოდ ამისთვის შემუშავდება გარკვეული მიმართულებები", - აღნიშნა სეფაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ