,,სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს''- ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე 05.04.2026 23:17

 

ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ გარე ძალებს, მათ პატრონებს, რომ ქვეყანაში არის თითქოს რაღაც რეპრესიები, პოლიტპატიმრები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა ასეთ შემთხვევაზე არის მტკიცებულებების ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც კი შეიძლება თორიაში არსებობდეს. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში დანაშაულს სჩადის, ამაზე მეტი მტკიცებულება სასამართლოს ფიზიკურად შეუძლებელია რამე ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს.

„პირველ რიგში რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული, შემდეგ გირაო რატომ არ გადაიხადა, რატომ არ აღიარა და რატომ არ მოინდომა, რომ გამოსულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს სპეკულაციები, რაც გვესმის ოთხი შვილის დედობაზე, ჩვენმა კოლეგამ, რატი იონათამიშვილმა კარგი პარალელი გაავლო, რომ ყველაზე ამორალური ვიქნები სპეკულირება რომ დავიწყო ეტლითო, ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე. მათ მორალი არ გააჩნიათ და შესაბამისადა ახლა ეფარებიან ელენე ხოშტარიას ოთხ შვილს", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ