06.04.2026 17:53
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა.
ნოღაიდელის თქმით, სააკაშვილი მას ვერც მოღალატეს დაუძახებს.
„ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს. ვერც მოღალატეს დამიძახებს. მთავარსარდალი უნდა დაიცვან, ოღონდ ღირსეული მთავარსარდალი", - აღნიშნა მან.
კითხვაზე, ღირსეული არ იყო სააკაშვილი? - ნოღაიდელმა უპასუხა „არა".
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განმუხტვა მანდატურებს, პროკურორებს და ადვოკატებს მოუხდათ.
ავტორ(ებ)ი :