ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია 06.04.2026 20:30

 

6 აპრილს, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. 

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ერმეკ კოშერბაევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ