07.04.2026 14:46
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, მსგავსი პოზიცია იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსშიც, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ პროექტში საქართველოს საკვანძო ქვეყანაა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს.
„სამწუხაროა, რომ ეს მაშინ არ გაითვალისწინეს, როცა ევროკავშირმა ამ საკითხებზე შეხვედრა ჩაატარა, სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანა მიიწვია და საქართველოს უთხრეს, რომ თითქოს აქ დემოკრატიის უკუსვლაა და ამ თემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ომი სწორედ მისი მნიშვნელობის გამო მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ სამმა ქვეყანამ მოახერხა და მომავალში უფრო მეტს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ურთიერთობები ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს. ეს არის გარანტია მშვიდობის და ამას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორ(ებ)ი :