"ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, რომ აზერბაიჯანი არის უახლოესი მეგობარი და პარტნიორი ჩვენი სახელმწიფოსი" - ირაკლი ფავლენიშვილი 07.04.2026 18:22

 

"ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია ის, რომ აზერბაიჯანი არის უახლოესი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა ჩვენი სახელმწიფოსი. რაც შეეხება ზოგადად მომავალს, რა თქმა უნდა, მომავალი იქნება უფრო საიმედო ყველა მხარისთვის, იმ შემთხვევაში, თუ იქნება სტაბილურობა, განვითარება ჩვენს ქვეყანაში და, ასევე, ევროპასთან კავშირს არ დაკარგავს საქართველო," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა.

"სტრატეგიულ ფუნქციას უნდა ატარებდეს კავკასია და კავკასიის წარმოდგენა საქართველოს გარეშე, არცერთ დიდ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროექტში არ ხდება. კარგი ურთიერთობები გვაქვს, როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან, თუმცა კარგი არის ის დინამიკა, რაც არის სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში, ამიტომაც, ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის ეს პროცესი არის ძალიან დადებითი," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. განიხილეს ერთობლივი პროექტები და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ